Digest Logo

„უფიქრო ცხოვრება ღმერთისგან ჩვენთვის გამოყოფილი დროს ფუჭი ხარჯვაა“ - გია მურღულია

1726843800
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„1987 წელს იოსიფ ბროდსკიმ ნობელის პრემია მიიღო. ცერემონიაზე გამოსასვლელ სიტყვაში (რომელსაც მან "...თუ უკან მოვიხედავ" უწოდა) ამბობს:

„იმის გამო, რომ არ შეიძლება არსებობდეს კანონი, რომელიც დაგვიცავს საკუთარი თავისგან, არც ერთი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელს ლიტერატურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. და ამ დანაშაულთა შორის ყველაზე მძიმეა არა ავტორთა დევნა, არა საცენზურო შეზღუდვები და მათი მსგავსნი, არცა წიგნების კოცონზე დაწვა. არსებობს უფრო მძიმე დანაშაული - წიგნების უგულებელყოფა, მისი წაუკითხაობა. ამ დანაშაულისთვის ადამიანი პასუხს აგებს მთელი თავისი სიცოცხლით, თუ ასეთ დანაშაულს ერი სჩადის, ამას თავისი ისტორიით გამოისყიდის". ("ნობელიანტების ლექციები", გამომცემლობა "ინტელექტი", 2023, გვ. 417)
ამ აზრითა და შეგრძნებით, წიგნის წაუკითხაობა ანუ გაუნათლებლობა (სხვაგვარად - უვიცობა) ერთი კაცისა თუ მთელი ხალხის ტრაგედიაა.

უფიქრო ცხოვრება ღმერთისგან ჩვენთვის გამოყოფილი დროს ფუჭი ხარჯვაა. ტყუილად არ აწერია დელფოსის ტაძარს:

„შეიცან თავი შენი".
ვინც ამას არ ცდილობს და არც აკეთებს, დანაშაულს სჩადის ლიტერატურის წინაშე. ამას არ სჯის არცერთი სახელმწიფოს კოდექსი.
სამაგიეროდ, სჯის ცხოვრება და ისტორია“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მომატებული იქნება შფოთვები და შიშები“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „ჩვენი ულამაზესი გოგო… როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“ – ია ფარულავა

🎥 რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე? - ვრცელდება, სათვალთვალო კამერის მორიგი ჩანაწერი