Digest Logo

„უიჰჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში“ - რას წერს მიშო სულუხია მოსკოვში გამართული კონცერტის შემდეგ?

1687696508
მიშო სულუხიამიშო სულუხია

ქართველმა ცნობილმა სახეებმა მოსკოვში კონცერტი გამართეს. ესენი არიან: ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე... სოციალურ ქსელში ნუცა ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და გულის წყვეტა გამოთქვეს მის ასეთ ქმედებაზე. ნუცამ კი საპასუხოდ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხსნის თუ რატომ იმყოფებოდა რუსეთში.  ფაქტს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა.

მომღერალი მიშო სულუხია, ერთ-ერთია იმ ქართველი მომღერლებისგან, რომლებმაც ახლახან მოსკოვში იმღერეს, იგი აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„უიჰჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში

კი ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის ! სცენაზეც ავედი.

ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე ? 

არა, არ არის მართალი.

საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი ეს ვინ გააკეთა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა.

ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ…

საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა,“ – წერს მიშო სულუხია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „კარგი გაკვეთილია მისთვის“ - ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებს

🔵 „შენ კაცი რანაირად მეგონე ნეტა? ბებიაჩემისდროინდელი იუმორით და სუსის აგენტური დავალებების შესრულებით...“ - რატომ დაუპირისპირდა მაკა რაზმაძე იუმორისტ პაატა გულიაშვილს?

🔵 „ძალიან დაგწყვიტეთ გული... ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას“ - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი

🔵 „იძულებითი იყო ბოდიში? - ცხადია. მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც“ - რას წერს გიორგი კეკელიძე