
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.
გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა. როგორც მისი ახლობლები ჰყვებიან, ის და მისი თანამებრძოლები 26 აგვისტოს სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოჰყვნენ. მიღებული ჭრილობებისგან გელა გოგია დაიღუპა, რამდენიმე მებრძოლი კი, დაშავდა. გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლები, ის ცხოვრობდა უკრაინაში და პირველივე დღიდან იბრძოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ.
ქართველ მებრძოლს დილით ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და შემდეგ მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. მას სამშაბათს დაკრძალავენ.
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან კარგი ამბავი მაქვს ხონში მცხოვრები ადამიანებისთვის...“ - დათო ლიკლიკაძე
წყარო: fortuna.ge