Digest Logo

„ძალიან კარგი ამბავი მაქვს ხონში მცხოვრები ადამიანებისთვის...“ - დათო ლიკლიკაძე

1662115209
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ხონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების საყურადღებოდ სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლეს აქვეყნებს. 

ლიკლიკაძის ინფორმაციით, ხონის დევნილთა დასახლების კულტურის სახლში, სადაც ზრდასრულთა სათემო სკოლაა გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, კვლავ გაგრძელდა ტურიზმის სკოლის პროექტი.

„ძალიან კარგი ამბავი მაქვს ხონში მცხოვრები ადამიანებისთვის, (ან ხონის მუნიციპალიტეტის ახლო სოფლებისთვის) ხონის დევნილთა დასახლების კულტურის სახლში, სადაც ზრდასრულთა სათემო სკოლა გვაქვს, კვლავ გაგრძელდა ტურიზმის სკოლის პროექტი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს. წელს შეგვიძლია კიდევ ერთი ახალი ჯგუფი ავიყვანოთ. კურსი ორ თვიანი იქნება და ლექციები შაბათ-კვირას გაიმართება, რათა ხელი არ შეგვეშალოს დასაქმებულ ადამიანებს.

სწავლას პირველ ოქტომბერს დავიწყებთ და ნოემბრის ბოლოს გავცემთ პროფესიულ სერტიფიკატს.
შეგახსენებთ ჩვენთან სწავლება აბსოლუტურად უფასოა!

პროექტი ასევე დააინტერესებს და ჩვენ კარს არ ვუხურავთ ხონის მეზობელ მუნიციპალიტეტბსაც (სამტრედია, წყალტუბო, ქუთაისი, მარტვილი, ვანი ) მოკლედ ვინც შეძლებას ჩვენამდე ჩამოსვლას. ასაკის ზედა ზღვარი არ გვაქვს. უნდა იყოთ 18 წლიდან 100 წლამდე.

დარეგისტრირება დაიწყება 15 სექტემბრიდან. ყურადღებით იყავით, მარტივი ფორმის შესავსებ ანკეტას მეც გავაზიარებ. ჯგუფში ადგილები შეზღუდულია, ასე რომ ვისაც მართლა სურს გახდეს გიდი, ან ტურიზმში დასაქმებული ადამიანი მხოლოდ ის ხალხი შეგვეხმიანოს“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთგულებაზე და ფინანსებზე გააკეთეთ აქცენტი სტატუსში? ოკ“ - ოთო ლომთაძე „მთავარ არხს“

🔵„ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“ - ვანო ჯავახიშვილი

🔵„ძალიან ვწუხვართ, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“ - მთავარი არხი