Digest Logo

„უკრაინის ბრალდება „ომი საქართველომ დაიწყო“-ზე არანაკლებ მძიმე მოსასმენია ჩემთვის“ - ნანკა კალატოზიშვილი

1649403345
ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მიიჩნევს რომ უკრაინამ საქართველოს მიმართ წამოყენებული ბრალდება უნდა დაასაბუთოს და თავიანთ სიტყვებზე პასუხი უნდა აგონ.

„ჩემდა სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლებას რეპუტაცია მოქალაქეებში იმდენად ცუდია, რომ ეს საშინელი ბრალდება, რაც იყო, ძალიან ბევრმა დავუშვით, რომ შესაძლოა ეს რეალური იყოს. ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში და 2008 წლის მეომრების სია გადასცეს რუსეთს. ანტისაოკუპაციო აქციას არბევენ და აქტივისტებს იჭერენ, პუტინის გინებაზე ჯარიმა აქვთ. ამიტომ, ეჭვი არსებობს და ბრალდება დამაჯერებელია.

მე არ მინდა დავემსგავსო „ოცნების“ მხარდამჭერებს, რომელთაც კონკრეტული პარტიის და კონკრეტული ადამიანების მიმართ ზიზღი შეუძლიათ ქვეყანაზე წინ დააყენონ, ამიტომ ეს ბრალდება ჩემთვის არანაკლებ საშინელი მოსასმენია, ვიდრე ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი. არ გამიკვირდება, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცებულებები“, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განაცხადა:

საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ცალი ფეხის ნახევარი დავკარგე და მეორის ტერფი“ - ვინ არის 39 წლის ჟურნალისტი, რომელიც ომში მძიმედ დაშავდა

🔵„გაუპატიურების მსხვერპლი უკრაინელი ქალი დაზარალებულად ცნეს!“ - ბაია პატარაია

🔵„დღეს მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება“ - ცაგარელი

წყარო: ipress.ge