უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში მომხდარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უკრაინელი ქალი სასამართლომ დაზარალებულად ცნო.
პატარაია აღნიშნავს, რომ ქალებისთვის სამართლიანობის მიღწევა ურთულესია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი - ეს ქალების ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.
„გაუპატიურების მსხვერპლი უკრაინელი ქალი დაზარალებულად ცნეს!
მხოლოდ პრესკონფერენციის შემდეგ, როცა მედიამ აიტაცა თემა, როცა საზოგადოება აღშფოთდა.
ეს არ არის ნორმალური. ყველა მსხვერპლი ვერ გაიქცევა ბაია პატარაიასთან და ვერ ჩამოარიგებს ინტერვიუებს ჟურნალისტებთან.
ესაა გაფუჭებული სისტემა, სისტემა, რომელიც არ მუშაობს, სისტემა რომელიც უნდა ამხილო და ათრიო ხან მედიაში ხან სტრასბურგში. ქალებისთვის სამართლიანობის მიღწევა ურთულესია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი - ეს ქალების ჩაგვრა და დისკრიმინაციაა.
ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე!“, - წერს ბაია პატარაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵15 წლის მაია ასათიანი - ფოტო ტელევარსკვლავის ინსტაგრამიდან
🔵„გაჩუმდი, თორემ ბავშვს ვაჩვენებ სახლში მიმოფანტულ შენს ტვინს“ - უკრაინელი ქალი ჰყვება, როგორ მოკლეს რუსმა სამხედროებმა მისი ქმარი და თვითონ კი გააუპატიურეს
🔵„დღეს არ ღირს ჭირვეულობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, რადგან ასე მხოლოდ გაიფუჭებთ ურთიერთობას“ - ცაგარელი