„საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სერია B-ს „კრემონეზედან“ ამავე ლიგის „სალერნიტანში“ გადავიდა“, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „სალერნიტანამ“ „კრემონეზედან“ იჯარით (ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით) ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი დაიმატა. ქართველმა ფეხბურთელმა 47-ნომრიანი მაისურა აირჩია და გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2016 წელს შედგა. იყო კიევის „დინამოს“, სლოვაკური „ჟილინას“, ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე. 2022 წელს იტალიის სერია A-ს „კრემონეზეში“ გადავიდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე თამაში ჩაატარა. სულ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხონში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
⭕ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას სიდნეიში 9 თებერვალს ჩაატარებს
წყარო: 1tv.ge