„უკვე ყველაფერს რუსულს აბრალებენ და ამით უნდათ, რომ დააბნიონ საზოგადოება განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ არ გაირკვეს რა თანხებს იღებენ ისინი ქვეყნის დაღუპვისთვის“, - ასე ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
როგორც ია მეტრეველი აცხადებს, ხელისუფლებამ ეს კანონი პრინციპულად უნდა გაიტანოს.
„აბსოლუტურად ვეთანხმები ხელისუფლებას, რომ აუცილებლად უნდა იყოს ყველაფერი გამჭვირვალე, თუ საიდან შემოდის ამდენი თანხები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დიდ გრანტებს და ფულებს იღებენ სწორედ იმიტომ, რომ ავნონ ქვეყანას და ძალიან ბევრი ორგანიზაციები ფულის გულისთვის ქვეყნის მტრებად იქცნენ, რაც ძალიან სამწუხარო და სატკენია. გამკვირვებია ასეთი აჟიოტაჟი რატომ მოჰყვა ამ ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან არის ეს კანონი მიღებული, რა შუაშია რუსული, რა რუსული, რის რუსული?!
უკვე ყველაფერს რუსულს აბრალებენ და ამით უნდათ, რომ დააბნიონ საზოგადოება განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ არ გაირკვეს რა თანხებს იღებენ ისინი ქვეყნის დაღუპვისთვის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა იყოს კანონი გამჭვირვალე და ხელისუფლებამ პრინციპულად უნდა გაიტანოს ეს საკითხი“,- განუცხადა „დაიჯესტს“ ია მეტრეველმა.
ია მეტრეველმა მსახიობების მხრიდან პოლიტიკური განცხადებებიც შეაფასა. მისი თქმით, ხელოვანები, რომლებიც დღეს სცენიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ადრე ბოროტი რეჟიმის მომხრეები იყვნენ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს ისეთი ხალხი, რომლებიც სწორედ, რომ იყვნენ ბოროტი რეჟიმის მომხრეები და მაშინ ხმა არ ამოუღიათ, დღეს კი ეს ადამიანები გამოდიან და ამდენს ბედავენ, რადგან ხელისუფლება ლოიალური აღმოჩნდა და ყველაფერი ძალიან კარგად შერჩათ! გარბოდნენ და არ იცოდნენ სად დამალულიყვნენ და ახლა პირიქით, აქეთ არიან შეტევაზე, ამიტომ ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი იმ დანაშაულზე რაც აქვთ ჩადენილი და მთელი საქართველოს ბიუჯეტი, რომ აქვს ნაცებს წაღებული და ამდენი ფული, რომ აქვთ იმიტომ ბედავენ ამდენს. დოიაშვილები თავიანთ აზრებს ნუ ახვევენ სხვა მსახიობებს, საბედნიეროდ მსახიობების დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს და სწორედ ეს არის მთავარი“,- აცხადებს მეტრეველი „დაიჯესტთან“ საუბარში.
ამავე თემაზე: