ხშირად ვკამათობთ იმაზე, უნდა არსებობდეს თუ არა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. აღნიშნულ საკითხზე მამა ლევან ფირცხალაიშვილი ქადაგებს, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელშია გავრცელებული.
სასულიერო პირი ამბობს, რომ ადამიანის სიცოცხლე უფლის საჩუქარია, ამიტომ სახელმწიფოს მისი წართმევის უფლება არ აქვს:
„ადამიანს ღმერთი აჩენს და ღმერთმა უნდა გაიყვანოს ამ სოფლიდან. ამიტომ სიკვდილით დასჯა ვფიქრობ, სწორი არ არის.
მთავარი მიზანია, რომ ადამიანი სამოთხეში მოხვდეს, ამიტომ ადამიანმა რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჩაიდინოს, ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ, რომ ეს კაცი გამოვასწოროთ, სწორ გზაზე დავაყენოთ, დადგეს სინანულის გზაზე, აღსარება თქვას, ჰქონდეს სინანული და ეზიარებოდეს.
თუ კი ჩვენ ადამიანს სიცოცხლეს მოვუსწრაფებთ, ადამიანი ვერაფერს გააკეთებს და თუ მძიმე დამნაშავეს ციხეში ჩავსვამთ, სამუდამო პატიმრობას მივცემთ, იზოლაციას გავუკეთებთ, მაგრამ რომ მოკლა სწორი არ არის. მასთან სასულიერო პირი უნდა შედიოდეს, სინანული აღძრას.
ცოდვილი კაცის მოკვლა, ალბათ უფრო ცუდია, ვიდრე მართალი კაცის მოკვლა. თუ ცოდვილს მოკლავ, ყველანაირ შანსს უსპობ სინანულის, აღსარების და ზიარების“, - ამბობს ლევან ფირცხალაიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის „თებერვლის თეორია“? - ვის ელის მტკივნეული დაშორება და ვის - მოულოდნელი სიყვარული?
⭕რა ასაკიდან უნდა ვამარხულოთ ბავშვები? - მოძღვრის პასუხი აქტუალურ კითხვაზე