Digest Logo

„უნდა გაგიუმჯობესდეთ პირადი ურთიერთობები, ფულთან და სილამაზესთან დაკავშირებული საკითხები“ - ნოემბრის ასტროპროგნოზი ქალწულისთვის

1793720998
ქალწული ქალწული

თვის მთავარი სიახლე ისაა, რომ პლანეტა მარსი თვის ბოლოს გადმოვა თქვენს ნიშანში დიდი ხანით, რადგან რეტროგრადულობაც მოუწევს და გარკვეულ ცვლილებებს მოგიტანთ, თუმცა სხვა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებიც საკმარისად გვაქვს და მივყვეთ თანმიმდევრობით.

პირველ ნოემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - უნდა გაგიუმჯობესდეთ პირადი ურთიერთობები, ფულთან და სილამაზესთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ახლა შეიძლება განიხილოთ, დაფიქრდეთ და როცა ვენერა რეტროსვლიდან გამოვა, აი, მერე გააქტიურდეთ.

საინტერესო ისაა, რომ ასეთი ასპექტი 24 ნოემბერსაც განმეორდება და აბა დააკვირდით რა მოხდება. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი, დამატებითი წყარო, რეტროვენერას დროს კი დაიბრუნოთ ვალი, დაუბრუნდეთ შემოსავლის ძველ წყაროს.

ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, საბუთს, რაც გადააკეთეთ, გამოასწორეთ. შეიძლება შემოგეხმიანოთ დიდი ხნის უნახავი მეგობარი ან სცადოთ კომუნიკაციის აღდგენა ადრე გაბუტულ ადამიანთან.

9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - სიახლეები გელოდებათ სწავლის, ბიზნესის სფეროში. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობარი. თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული სვლიდან რომ გამოვა, შეგეძლებათ შეიძინოთ ახალი გაჯეტი, ავტომობილი. კარგი იქნება მართვის მოწმობის აღება. რეტროგრადულის დროს კი - გამოცდების გადაბარება, საბუთების გადაკეთება.

11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - შეიძლება გამოგიჩნდეთ ფარული მფარველი, რომელიც დაგეხმარებათ საქმეების მოგვარებაში, შეიძლება მიიღოთ დიდი ფული, ან ფული არაოფიციალური წყაროდან. შეიძლება მიიღოთ შედეგი ადრე შესრულებული საქმისგან. ზოგიერთს მოგინდებათ განმარტოება ან/და რაღაც საქმის სხვებისგან ფარულად შესრულება.

16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რომ დაასრულოთ ან მოაგვაროთ ისეთი საქმეები, რაც არ გინდათ, რომ სხვებს დაანახვოთ. ზოგიერთს შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო. შეიძლება მდიდრულ, შორეულ ადგილას წახვიდეთ დასასვენებლად, ჯანმრთელობის აღსადგენად ან დაიწყოთ ვარჯიში.

18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - ფარულ საქმეებთან დაკავშირებული საბუთები მეტი დაკვირვებით უნდა მოაგვაროთ. ან შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომ რაღაც წარსულიდან მოგყვებათ და ის უნდა გამოასწოროთ. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და დაიწყეთ რამის შესწავლას (უცხო ენა, ახალი პროფესია), რაც მომავალში გამოგადგებათ. 2027 წლის 26 ივლისს დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში უნდა გადმოვიდეს, თქვენი გამობრწყინების, წარმატების დრო უნდა დადგეს და ეცადეთ, ამ პერიოდს მომზადებული შეხვდეთ - გონებრივად, ფიზიკურად, მორალურად. კი, ახალ იქნება სირთულეები და მათი გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ მერე დატკბებით თქვენი შრომის შედეგით.

19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - რამდენიმე დღეში მარსი თქვენს ნიშანში უნდა გადმოვიდეს და მანამდე გაძლევთ დროს, რომ მოიცილოთ ძველი საქმეების, ურთიერთობების კუდები. ეს შეიძლება ეხებოდეს რაღაც საბუთის მიღებას, ავტომობილის, ბიზნესის თემას.

22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - მეტი დრო დაუთმეთ სახლს, მის მოლამაზებას. მოაწყვეთ შინ მხიარული, მდიდრული შეხვედრები.

24 ნოემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - უნდა მიიღოთ შედეგი, რაც შეგიცვლით სტატუსს. ეს შეიძლება იყოს პროექტის დასრულება, დაწინაურება, პენსიაზე გასვლა, დაქორწინება, შვილის დაბადება, რაღაც მნიშვნელოვანის შეძენა.

26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - ამ დღიდან იგრძნობთ ენერგიის მომატებას და მიხვდებით, რომ დროა გააქტიურდეთ. თქვენ გაქვთ საოცრად კარგი გონება და რას უცდით, რატომ არ ითხოვთ მეტს?

26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - თქვენი ლოგიკა და რაციონალურობა უნდა გამოიყენოთ, რომ არავინ გაცდუნოთ, მოგატყუოთ და ეს შეიძლება ეხებოდეს პირად ცხოვრებას, ბავშვების, გართობის თემას.

28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - ისევ ფარული ფულის მიღებაზე მიგვანიშნებენ პლანეტები. შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისთვის, საჩუქრად და დააბანდოთ საკუთარ თავში, ჯანმრთელობაში, სილამაზეში, განათლებაში. შეიძინოთ რაღაც ძვირადღირებული ან/და ლამაზი, ფულის დაბანდების მიზნით.

29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - სამსახურში აქტიურად უნდა გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგია, რაღაც ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. შეიძლება ადრე უბრალო თანამშრომელი იყავით, მარტივ საქმეს აკეთებდით და ახლა ტექნოლოგიების გამოყენებით გახდეთ შეუცვლელი, მოულოდნელად აიმაღლოთ სტატუსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბარბარა სამხარაძე პრაღაში მოგზაურობს - „პატარა ბარბარა შენი მადლიერია ჩემო თავო“

⭕„შეგიძლიათ სკამიდან ხელების დაუხმარებლად ხუთჯერ წამოდგეთ?“ - ნატა გაგუა გვასწავლის, როგორ შევამოწმოთ კუნთოვანი ძალა

⭕ვინ იყო კაცი, რომელიც თელეთში ავარიას ემსხვერპლა - „4 მცირეწლოვანი დარჩა ობლად“

✕