26 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე ჩეხეთში, პრაღაში მოგზაურობს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და ამბობს, რომ საკუთარი თავის მადლიერია:
„პატარა ბარბარა შენი მადლიერია ჩემო თავო.
საოცარი პრაღა“, - წერს ბარბარა სამხარაძე.
ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად წონაშიც დაიკლო. ამასთან, პირად განვითარებასაც დაუთმო დიდი ძალისხმევა და საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო კაცი, რომელიც თელეთში ავარიას ემსხვერპლა - „4 მცირეწლოვანი დარჩა ობლად“