Digest Logo

უშბაზე მთის გიდი, ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა - „მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, სწორედ იქ დაგვტოვე“

1747911740
მთის გიდი

IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

„ნიკო, როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გნახავ! სად არის სამართალი!
სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობთ შენი მეგობრები. დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე — შენს საყვარელ სივრცეში.
შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის სიხარულით და თავგადასავლით იყო სავსე. შენი ღიმილი, დაუღალავი სული და დაუვიწყარი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.
მთავარია, რომ გახსოვდეს — შენ ჩვენთან ხარ. ყველგან, სადაც ვუყურებთ ცას, მთებს, ვგრძნობთ ქარს… იქ ხარ შენ.
მშვიდად დაისვენე, ძვირფასო მეგობარო“,- წერს დაღუპულის მეგობარი.

გავრცელებული ცნობით, იგი მწვერვალ უშბაზე იმყოფებოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „როდესაც ბავშვი წაიქცევა მშობლის პირველი ინსტინქტი არის, რომ მაშინვე წამოაყენოს... არა, არ წამოაყენოთ“ - როგორი გამოცდილება აქვთ ცნობილ ქართველ მშობლებს ბავშვების ეგოიზმთან?

⭕ BBC: ინდოეთის პოლიციამ ედ შირანს ქუჩაში სიმღერის საშუალება არ მისცა

🎥 ‼️ბავშვები მოარიდეთ ეკრანს, სამედიცინო ექსპერიმენტები არასრულწლოვნებზე‼️ - ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბავშვებში გენდერული ოპერაციების აკრძალვას გულისხმობს