Digest Logo

🎥 „უტა განსაკუთრებული ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში...იგი იყო ჩემთვის ერთადერთი ძალა, იმედი...“ - ანა ელიავა

1779309620
ანა ელიავა

რამდენიმე თვის წინ მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა, უტა ელიავა იყო. რომელსაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მისი და ანა ელიავა სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ძმა გაიხსენა:

„ავარია, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი კი გადარჩა. ასევე იქ იყო ჩემი ძმა, რომელიც მეორე დღეს დილით იპოვეს. დილით გავიგე ყველაფერი, მე არ ვიცოდი დეტალები.

სოციალურ ქსელში ვნახე პოსტი და ასე გავიგე. რძალს დავურეკე და მან მითხრა, რომ ჩემი მეუღლე თბილისში იყო. ახლობლებიც არ მპასუხობდნენ. ჩვენთან სახლში მოვიდნენ ახლობლები, მამაჩემის და ჩემი რძლის წასაყვანად, მოატყუეს ბაბუა არის ცუდადო. ვეღარ ვვაზროვნებდი, მამაჩემი ყვიროდა ჰო არ ამოვწყდიო. 

მე იმ ადგილზე მივედი, საძიებო მოქმედებები იყო დაწყებული. უტა 25 წლის იყო. ის იყო განსაკუთრებული ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, ზრდილობიანი და კეთილი. ძალიან რთულია, ეს იყო ჩემთვის ერთადერთი ძალა და იმედი, მის გარეშე არ წარმომედგინა ცხოვრება.

გიორგი და უტა ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ, ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ არასდროს გამიგია მათი ჩხუბი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი“, - ჰყვება ანა ელიავა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხანდახან ჩემ თავს ვადანაშაულებ“ - რას ჰყვება თაკო მთიულიშვილი, რომელმაც ცხოვრების სიყვარული დაკარგა

🎥 „დედას ძალიან ეხმარება მისი რწმენა, რომელიც აქვს ღვთის მიმართ...“ - მარიამ მდივანი ოჯახის ტრაგედიაზე

🎥 „ვნანობ რომ ყოველ დღე არ ვაკეთებდი ამას...“ - ქეთი ხატიაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს