
გადაცემა „შუა დღის“ რუბრიკის „იცხოვრე რომ მოჰყვეს“ სტუმარი მუსიკოსი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე იყო, რომელმაც მისი ცხოვრების მთავარ ეპიზოდებზე ისაუბრა.
„თუ მოსაყოლი არაფერია, მაშინ სიცოცხლეს და ცხოვრებას აზრი არ აქვს. რაც ადამიანს ეჩუქება ყველაზე დიდი გრძნობა სიყვარულია. ღმერთი, რომ არ იყოს უნდა მოგვეგონებინა. შიში ყველაზე მდაბიო გრძნობაა, რაც კი არსებობს, ყველაზე საშიში კი შიშის შიშია. ჩემ მუსიკალურ კარიერას ყურადღება ბებიამ მიაქცია“, - ამბობს კომპოზიტორი.
როგორც მომღერალი იხსენებს, მისი დის გარდაცვალებამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
„ჩემზე, როგორც ადამიანზე, ამ ტკივილმა დიდი გავლენა იქონია. ბევრად უკეთესი ადამიანი გამხადა, ვიდრე ვიყავი.
უცნაურია, მაგრამ ყოველი ახლობელი ადამიანის გარდაცვალება გცვლის, სამწუხაროდ ჩემი ბავშვობის მეგობრებიდან აღარავინ არ არის ცოცხალი და ჩავთვალე, რომ რახან გადავრჩი და აქ ვარ, მე უნდა გავხდე ჩემი თაობის მემატიანე“, - ამბობს დათო ევგენიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕44 წლის ნინო ჩხეიძე იასამნისფერ ელეგანტურ კაბაში პოზირებს - „შენთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია“