![თეიმურაზ ლეჟავა თეიმურაზ ლეჟავა](https://digest.ge/uploads/files/2024/01/01/46773/teimuraz-lezhava_w_h.jpeg)
საქართველოს ელჩი იაპონიაში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა. ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში” წერს და ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
თეიმურაზ ლეჟავას ინფორმაციით, სტიქიის გამო მატარებელი გაჩერებულია და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს ელჩი მატარებლის დატოვებას.
„მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი გაჩერებულია, უცნობია, როდის შევძლებთ დავტოვოთ მატარებელი. ვისურვებდი, პირველ რიგში უსაფრთხოებას და ასევე, პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ტერიტორიებს, რომლებიც დაზიანებულია ან საჭიროებს გადარჩენას“, – წერს თეიმურაზ ლეჟავა „ტვიტერის“ გვერდზე.
新幹線の中です。停車したまま復旧の目処は立っておりませんが、通信状況もあって元気です。安全を第一に、被害を受けたり救出を必要としていたりする地域を優先していただきたい気持ちがあります。 pic.twitter.com/CJL3VXDWP1
— ティムラズ・レジャバ駐日ジョージア大使 (@TeimurazLezhava) January 1, 2024
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„გილოცავთ ახალ წელს!“ - ზაზა ფაჩულია