
ესპანეთის ლა ლიგაში „ვალენსიას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 36-ე ტურში „ლოს ჩე“ „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 79-ე წუთზე გაიტანეს, ჟოან ჯორდანმა პენალტი გაუტანა გიორგი მამარდაშვილს. პენალტი, რომელიც ქართველმა მეკარემ აიკიდა და ყვითელი ბარათიც მიიღო.
თუმცა, გიორგის მაინც ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, ოთხჯერ იხსნა თავისი გუნდი და ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 22 თებერვლის შემდეგ პირველად დამარცხდა (6 მოგება, 4 ფრე ამ პერიოდში) და 45 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დაბრკოლება „სასწორი“ - რა ექსტრემალური დავალების შესრულება მოუწია ანრი ჯოხაძეს „პეტრას ციხეში“?