Digest Logo

„ვარჯიში ჩემს ძმასთან ერთად დავიწყე პირველი კლასიდან, სოფელ ნიგოზეთში“ - რას ჰყვება ჭიდაობაში პირველი ჩემპიონი ქალი

1719911225
მირანდა კაპანაძე

საქართველოს პირველად ჭიდაობაში ქალი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. მირანდა კაპანაძე ჯერ მხოლოდ 15 წლის არის და მან საკუთარ წარმატებაზე გადაცემა „შენი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„ვარჯიში პირველად ჩემს ძმასთან ერთად დავიწყე პირველი კლასიდან. სოფელ ნიგოზეთში, ჭიათურის რაიონია მანდ დავიწყე თავიდან ვარჯიში. სერიოზულად უკვე მოგვიანებით დავფიქრდი ამ სპორტზე.

ფსიქოლოგიური მომზადება ჩემპიონატისთვის აუცილებელია. თუ საკუთარი თავის და შესაძლებლობების არ დაიჯერე შეუძლებელია ისე წარმატებას მიაღწიო.

ყოველი შეხვედრის წინ რა თქმა უნდა განწყობას ვიქმნი. ბრძოლის მოედანზე მიყვარს როდესაც ყოველთვის პირველი შევდივარ. ჩემთან დამოკიდებულებაში სტერეოტიპული განწყობა არ ყოფილა, ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან“, - ისაუბრა მირანდა კაპანაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ იყო ქართული წარმომავლობის ქალი, რომელმაც ჰოლივუდში უდიდეს წარმატებებს მიაღწია?

⭕ეროვნული ნაკრები საქართველოშია - ფოტოები აეროპორტიდან

⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი რაც მიმიღია ამ ცხოვრებაში თქვენი სიყვარულია, რასაც თვალისჩინივით ვუფრთხილდები“ - ანუკი არეშიძე