თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული დამწვრობის ცენტრში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: