
საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი 31 ივლისამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 41 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 39.
„საქართველოს ტერიტორიაზე, ბარსა და მთიან რეგიონებში ველოდებით ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას - 38-39-41 გრადუსამდე.
31 ივლისიდან დასავლეთ საქართველოში უკვე ველოდებით ზოგან ხანმოკლე წვიმას ელჭექთან ერთად. მცირედით დაიკლებს ტემპერატურა.
აღმოსავლეთ საქართველოში 1-ელი აგვისტოდან მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექი“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.
როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს 👇
✔️ ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ - ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია
✔️ დღისით, შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა. გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია
✔️ მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში
✔️ მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას
✔️ არ დატოვოთ ბავშვები, ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში
✔️ მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა
✔️ ქუჩაში გასვლისას, ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი
✔️ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, რეგულარულად
✔️ მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს
✔️ საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილოვან საკვებს
✔️ თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე
✔️ მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა
⭕გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს სააგენტო