Digest Logo

🎥 ვენაში „ევროვიზიის“ გახსნის ცერემონია გაიმართა

1778490744
ევროვიზია ევროვიზია

ვენის მერიაში „ევროვიზიის“ რიგით 70-ე კონკურსის გახსნის ცერემონია გაიმართა. მონაწილეებმა შენობაში ათასობით მაყურებლის თვალწინ შეაბიჯეს.

ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს - ჯგუფი „ბზიკები“ ვენაში სიმღერით On Replay გაემგზავრა, რომელსაც საკონკურსო სცენაზე უკვე ხვალ წარადგენს.

გახსნის ცერემონია ერთადერთი ღონისძიებაა კონკურსის განმავლობაში, როდესაც ყველა მონაწილე ერთად იკრიბება. მათი ნაწილი „ევროვიზიას“ 12 და 14 მაისს გამართული ნახევარფინალების შემდეგ დატოვებს.

ფინალში, რომელიც Wiener Stadthalle-ის სცენაზე 16 მაისს გაიმართება, ტელემაყურებელი წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი 35 მონაწილიდან 25-ს იხილავს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„საკუთარ ავტომატურ რეაქციებში ცხოვრობ, ვიღაც ერთ სიტყვას გეუბნება და დღე იცვლება...“ - რას წერს ნატა გაგუა

„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, არაფერს ვნანობ, რადგან ელენე არსებობს ჩემს ცხოვრებაში...“ - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი ყოფილ მეუღლეზე

🎥 „ხელოვნებასა და მარტივ ცხოვრებას შორის საერთოდ არ არსებობს ზღვარი...“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი