
25 თებერვალს, ვენაში ოტია იოსელიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ინფორმაციას „ქართული ცენტრი ავსტრიაში“ ავრცელებს.
ქართული ცენტრის განცხადებით, ღონისძიება საკვირაო სკოლაში გაიმართება სადაც სტუმრად უმცროსი ოტია იოსელიანი, ნუცა ცისკარიშვილი და პატარა დაჩი იოსელიანი იქნებიან.
„25 თებერვალს, 13:00 საათზე, ქალაქ ვენაში, ჩვენს ქართულ საკვირაო სკოლაში, გაიმართება ოტია იოსელიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
სტუმრად გვეყოლებიან ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები - უმცროსი ოტია იოსელიანი, ნუცა ცისკარიშვილი და პატარა დაჩი იოსელიანი.
ღონისძიება გათვლილია ბავშვებზე, მაგრამ გულით გეპატიჟებით უფროსებსაც, რომელთაც ოტია იოსელიანის შემოქმედება გიყვართ.
ღონისძიებაზე დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მე და ჩემი პატარა კაცი ხარება“ - ლევან გორგაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ
🎥 „მადლობა რომ ხარ და რომ, ჩემი შვილი გქვია“ - ნატო გელაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს