
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც იგი მოძღვრის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე საუბრობს:
„მოძღვრის ფუნქცია არ არის კურთხევებით გაცხოვროს,
მოძღვრის ფუნქციაა გასწვალოს საკუთარი თავის შემეცნება,
რომ შენი გულისთქმები და გულისსიტყვები დაინახო,
და არაჯანსაღს, როგორც გველს, იქვე თავი გაუჭეჭყო;
არ შეგეშალოთ - მე არ ვსაუბრობ შემოსულ აზრებზე,
შემოსული აზრების კონტროლი ადამიანს არ ძალუძს, და მათთან ბრძოლა იგივეა, რომ გახვიდე ქარიან ამინდში, საკუთარ ეზოში, და მტვრის ნაწილაკების დაჭერა სცადო,
აზრებს არ გეუბნებით,
გულისთქმა სხვაა და აზრი - სხვა.
- და გულისთქმა რა არის?!
- შენი ქვეცნობიერი,
ანუ როგორ გინდა და რით გინდა, რომ გაიხარო და იბედნიერო,
აი, ამის დანახვა,
კონტროლი,
არ უნდა გაგექცეს ის,
იმიტომ, რომ თუ ეს გაგქცა - მერე აღმოჩნდება, რომ სულ გშურს, სულ ანგარებიანი ხარ,
სულ ბილწი თვალი გაქვს,
სულ მრისხანებ,
სულ ეჯიჯღინები ვიღაცას,
სულ რაღაცას არ თმობ,
სულ რაღაცას არ პატიობ,
სულ განიკითხავ,
აუტანელი ხარ შენი თავისთვისაც და სხვებისთვისაც...
იმიტომ, რომ მთელი პროცესები შიგნით მიდის,
და შიგნით რომ ვერ აკონტროლებ - გველებს თავები აქვთ ამოყოფილი,
და მოდიან და მოდიან,
მოდიან და მოდიან....
აი ეს არის მოძღვრის ფუნქცია - ეს გასწავლოს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: