დები თიკა და ია ჯამბურიები სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს:
„12 წლის ვიყავი თიკა რომ დაიბადა, ეჭვიანობის მომენტიც არ ყოფილა. შვილივით გვყავდა, ვასეირნებდით და ვკამათობდით იმაზე, რომელი ეთამაშებოდა. ჩვენ თვალწინ გაიზარდა. 13 წლით ვარ უფროსი. სიმართლე გითხრათ მე მგონია პატარა თავი, რადგან მთელი ცხოვრებაა ეს ორი გოგო ჩემზე ზრუნავს.
სამივე განსხვავებულები ვართ. ჩემსა და თიკას შორის გაუგებრობა არ ყოფილა არასდროს. უბრალოდ ცოტა ბუტია ვარ და თიკა მირეკავს ხოლმე: როდის უნდა შემირიგდეო. ავიწყდება წყენა წამებში. დედა გვყავს საუკეთესო მზარეული, შუათანა დაც, ამიტომ თიკასაც გამოსდის. ვერასოდეს დავინახავ თიკაში უარყოფითს. ეს გოგო ნამდვილი დღესასწაულია“, - ამბობს ია ჯამბურია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქალი „სუსტი სქესია“ — ამაზე უფრო აბსურდული არაფერია“ - რას წერს თამო ვაშალომიძე