Digest Logo

🎥 ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება - რა უნდა იცოდნენ მოქმედმა და მომავალმა სპეციალისტებმა?

1 მაისი 11:40
ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება - რა უნდა იცოდნენ მოქმედმა და მომავალმა ვეტერინარებმა? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დილა“ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ისაუბრა:

„გამოცდები არ იქნება ვეტერინარებისთვის. დადგენილების შესაბამისად უნდა შეიქმნას ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების საბჭო. უახლოეს დღეებში საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდება და სულ მალე დავიწყებთ საბუთების მიღებას, რათა მოხდეს სერტიფიკაციის გაცემას. საქმიანობას ამის გარეშე ვერც ერთი ვეტერინარი ვერ გააგრძელებს, ამიტომ პირველ ეტაპზე შედარებით მარტივად მოხდება მათი გაცემა გამოცდების გარეშე. ამისათვის საჭირო იქნება გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ეს დოკუმენტებია: პირადობის დამადასტურებელი, განათლების ხარისხის დამადასტურებელი და ასევე მესამე დოკუმენტია cv. პროფესიული კუთხით რა საქმეს ეწეოდა, რომ გავიგოთ. დოკუმენტაციის წარმოდგენა მხოლოდ ადგილზე იქნება შესაძლებელი, ჩვენ კი ასლებს დავიტოვებთ“, - აღნიშნა დემნა ხელაიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვმუშაობთ „ჰოლივუდური“ ფილმების მოწვევასა და გადაღებაზე...ვცდილობ, ფორმაში ვიყო“ - რას საქმიანობს გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი?

⭕რა სახით უბრუნდება ადამიანს სამყაროში გაშვებული უარყოფითი იმპულსები?

🎥 იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი