ჯასტინ გეიჯის მწვრთნელმა, ტრევორ უიტმანმა თავისი შეგირდის ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართული ბრძოლა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მსუბუქწონოსანმა მოუგო ქართველ ოპონენტს, რითაც კარიერაში პირველი წაგება აგემა და მისი ქამარიც დაისაკუთრა.
„კორპუსში დარტყმის შემდეგ, ვფიქრობ, თოფურიამ დიდი შეცდომა დაუშვა. ჩემი აზრით, მისი მხრიდან გეიჯის მიწაზე გადაყვანა არასწორი იყო. ჯასტინი იმ მომენტში მართლაც მძიმედ იყო დაზიანებული. ის უბრალოდ გამძლე ბიჭია და საკმარისად ჭკვიანია, ასეთ სიტუაციებში იცის, როდის შეისვენოს.
ბრძოლის დროს, მაგალითად, მესამე და მეოთხე რაუნდში, იყო მომენტები, როდესაც ვფიქრობდი - „შეწყვიტე აქ“ შესვენებების აღება! უნდა იბრძოლო, მაგრამ თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.
„ჰაილაითი" ერთ-ერთია იმ ბიჭებიდან, ვისზე მეტადაც, ჩემი აზრით, არავინ იმსახურებს ამ ქამარს“, - განაცხადა ამერიკელმა მწვრთნელმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძმაო, მათ, ვინც შენს მარცხს ზეიმობს, არ იციან, რა ელით წინ“ - სერხიო რამოსი ილია თოფურიას
⭕„ესეც ჩემი 79-ე ქვეყანა“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოსო ნებიერიძე
⭕ხვიჩა კვარაცხელია ცოლ-შვილთან ერთად ისვენებს – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე
წყარო: lagazzetta.ge