
მსახიობი, მომღერალი, პოეტი, ამ ყველაფრის მიღმა კი პოზიტიური, გულწრფელი, ბავშვური, ღმერთისადმი დიდი რწმენით გამორჩეული – ასეთია გიორგი გილიგაშვილი, „ჩემმა მზემ” – როგორადაც იცნობს მთელი საქართველო.
33 წლის, როგორც თავად ამბობს ქრისტეს ასაკში, გიორგის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, მაგრამ ავადმყოფობას მედგრად შეხვდა.
მისი ცხოვრების ერთ-ერთი რთული ეპიზოდი მომღერალმა გადაცემაში „ნოესთან“ გაიხსენა, რომლის ჩანაწერს მაყურებელი კვირას, 16 მარტს იხილავს.
„საქართველოს შვილი ვარ, დედამიწის გულიდან
პირბასრი შამშერივარ, არ გადავალ რჯულიდან.
ჩემი ქვეყნის ვალი მაქვს, მედროშეთა გვარი მაქვს.
არსად დავიკარგები, გულზე ქრისტეს ჯვარი მაქვს...
ადრე ლეგენდარულად ვამბობდი ღმერთით თქო, ახლა ამ სიტყვას იშვიათადღა ვამბობ.
ავთვისებიანი კარცინომა დამიდგინეს, ვფიქრობდი, გავამზადო ჩემი თავი უკვე ბოლო ჟამისთვის“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: