
დოდონა ნამორაძე, მიუხედავად მცირე ასაკისა, საკმაოდ გამოცდილი მომღერალია. მას მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა. დოდონა ბავშვობიდან მღერის, ვუნდერკინდული ნიჭიც აქვს და უყვარს ცხოვრებისეული გამოწვევები.
ამჯერად მან იუმორინას 2025 წლის კონცერტის სცენა დაიპყრო.
მომღერალი სტუმრად გადაცემამ „ჩვენი შოუ“ მიიწვია, სადაც იუმორინასთან დაკავშირებული სახალისო ისტორიები გაიხსენა:
„ფარინგიტი მქონდა ახალი გადატანილი, როგორც იცით მეგობრობამ ასაკი არ იცის, ჰოდა ეს ამბავი ბიძინა მახარაძემ გაიგო. ჩემს ზურგს უკან ყველას უთხრა 1 მეტრზე არ მიუახლოვდეთ, არაფერი გადაგედოთო, თან ხუმრობით. ოღონდ მე ეს არ ვიცი.
რამდენჯერაც გავივლი, გამოვალ კულისებიდან მოსემ რომ ზღვა გაყო, ასე იყოფოდნენ ხალხი.
ერთთან მივედი სალაპარაკოდ ვხედავ უკან-უკან წავიდა, მეორეც ეგრე და დავისტრესე.
რაღაც მომენტში ვხედავ, რომ ბატონი ბიძინა ზის და რაღაცნაირად იღიმის. მერე გავიგე მეც ეს ამბავი.
მერე მე რა გავაკეთე? რამდენჯერაც ბატონ ბიძინას დავინახავდი მივდიოდი და ვახველებდი, ყურთან ახლოს“, - იხსენებს დოდონა ნამორაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: