
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დავით კუტალაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1-ის“ გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სოციალურ ქსელში კუტალაძის შესახებ საზოგადოების აზრი ორად იყოფა.
ერთ ნაწილს მისი ვაჟკაცობა მისაღები ჰგონია, მეორე ძალადობას გმობს.
დღეს მის შესახებ უცნობ ფაქტებს მოგიყვებით.
დავითი საზოგადოებამ პროექტ „გააცინე და მოიგეში“ იხილა.
დავითი „თბილისი პრაიდის“ კვირეულში, 5 ივლისს, ე.წ. ძალადობრივი ჯგუფების რიგში ირიცხებოდა. ის მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები „ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში პრაიდს ვერ ჩაატარებდნენ“.
მოწოდებების შემდეგ ბევრმა მისი საქციელი დაგმო. დათომ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბიჭების შეკრებას და მათ გაერთიანებას აპირებს, რასაც „არ-წივს“ დაარქმევს.
„2012 წელი... მე მისთვის წავედი ჯარში და მეცვა ეს ფორმა! რადგან მჯერა და მწამს ეს ფორმა ღვთის კურთხეული და პატრიარქის დალოცვილია! უანგაროდ ვემსახურე ჩემ სამშობლოს! და დღეს კი ამ გზაზე ვდგავარ, დღეს საქართველოს დედაქალაქში თბილისში, მიწევს ბრძოლა უღირსებთან! ჯვრის დასაცავად“,- წერდა დათო ფეისბუკში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ყველაზე მეტი ყ..ობა ამ კედელზე მხვდება..." გეგუჩაძე-ჩერგოლეიშვილი ერეკლე დეისაძე „თავს დაესხნენ"
„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი