რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ ვიზიტორის“ სტუმარია ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც თავის ახალ წამოწყებებსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
ვრცელდება ჭორები, რომ ბენი და ნუკი ერთმანეთს დაშორდნენ, რომ ბენს საყვარელი ჰყავს…
ძალიან კარგი, თუ ასე წერენ, როცა აღარ დაწერენ, ესე იგი აღარ ვაინტერესებ ხალხს. მე და ბენს ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი, აგერ უკვე 9 წელია, ერთად ვართ. წარმოუდგენელია ეს ამბავი, რომ მას ვინმე შეიძლება ჰყავდეს. ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით. მე, ზოგადად, ურთიერთობაში მსუბუქი ვარ, ბენი ურთულესი კაცია.
რამდენად რთულია, საქართველოდან წასულმა ადამიანმა ამერიკაში დაიმკვიდროს თავი?
ეს ძალიან რთულია, გამართლებაზე ბევრია დამოკიდებული. ერთი რამეა ზოგჯერ საჭირო, ახლა ძალიან მიჩაჩანაკებული ვარ, თორემ გამოვიდოდი „მის ამერიკას“ კონკურსზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იქაურ წრეს. ბენს აქ ძალიან მოსწონს და ჩვენი ოჯახი ქართულს უფრო ჰგავს. ქართულ კერძებსაც კარგად ართმევს თავს, ჩუსტი თუ გადატრიალდა, ამბობს, ვინმე ავად არ გახდესო და ა.შ… ყველაფერი ვასწავლე. ზოგჯერ მგონია, რომ ქართველია. ქართულად ვერ საუბრობს, თუმცა ესმის. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მაშინ ვხვდები, რომ შემიძლია, დილით ყავა დავლიო და ამოვისუნთქო, სულ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცას ვაშავებ. ამერიკაში ძალიან ადრე ვდგები, ვამოწმებ პარტნიორების მეილებს, ევროპაში ხომ სხვა დროა, ამერიკაში კი სხვა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: fortuna.ge