Digest Logo

„6 000₾ აქვს ხელფასი! დაატოვებინეთ ამ ქაჯ ქალს სამსახური, თავის დამქაშებიანად!“ - ნათია ბერიძე სოსო გოგაშვილის ცოლზე

1658221912
ნათია ბერიძე

ჟურნალისტი - ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის - სოსო გოგაშვილის მეუღლის - თეა მარტყოფლიშვილის შესახებ წერს. 

ის მისი სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

„სოსო გოგაშვილის ცოლი დღემდე მუშაობს გაზის ტრანსპორტირებაში, 6 ათასი აქვს ხელფასი, დასაქმებული ჰყოლია ყველა ნათესავი (20 კაცამდე) უდიდეს კაბინეტში ზის და ცხვირზე ბუზს არ ისვამს.

ის მაინტერესებს, როდის მიდის სამსახურიდან თავის ნათესავ-დაქალებთან ერთად?! მიშას დრო იყოს ახლა გაზის ტრანსპორტირების კაბინეტში კი არა ციმბირის ელექტრიჩკაზე იჯდებოდა.

ჰოდა, გეყოთ ეს დემოკრატია და ზედმეტი ლოიალობა, დაატოვებინეთ ამ ქაჯ ქალს სამსახური თავის დამქაშებიანად!“, - წერს ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„შემდგარი, წარმატებული ადამიანები მიდიან, კატასტროფული რიცხვები გვაქვს - სამოთხე გვაქვს და სამოთხიდან გაქცევა როგორ შეიძლება ადამიანს უნდოდეს?!“ - დათო ტურაშვილი

🔵„მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების და აურის დაბინძურების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი