Digest Logo

ცხოვრება ზემო მაჩხაანში, ბანკში დაკარგული ბინა, ძვირფასეულობის ყიდვით თავის რჩენა, ბოთლების ჩაბარება და დაპირისპირება სანდრა რულოვსთან - სოსო გოგაშვილის აქამდე უცნობი ამბები

1658140374
სოსო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი - სოსო გოგაშვილი 1972 წლის 16 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში დაიბადა.

„16 წლამდე იქ ვცხოვრობდი. სკოლაც იქ დავამთავრე. ძალიან ცელქი ვიყავი. ჩემი მშობლები სულ სკოლაში იყვნენ, ისე რომ მშობელთა კრებამდე აღარ მიდიოდა საქმე. იმ დასჯის მეთოდებზე აღარ მოვყვები, როგორც სკოლის დირექტორი გვსჯიდა“, - ამბობს გოგაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გოგაშვილის ინტერვიუს ნაწყვეტი ჟურნალ „თბილისელებთან“:

პირველად თბილისში...

1988 წელს პირველად ჩამოვედი თბილისში, სტუმრად ვიყავი. აქციები მიდიოდა. დავესწარი. მაშინ ვნახე პირველად „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია... ძალიან იმოქმედა ჩემზე და ავენთე. 16 წლის ვიყავი, 9 აპრილი რომ მოხდა. სკოლიდან ჩემი ინიციატივით წავედით გლოვის დღეებში აქციაზე. კლასელებმა ჩუმად შევაგროვეთ ფული. მაშინ ავტობუსები მოძრაობდა ჩვენი სოფლიდან თბილისამდე, სკოლიდან გამოვიპარეთ და წამოვედით. ღამე თბილისში დავრჩით. ფილარმონიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელში ყვავილები იყიდებოდა. გვირგვინი გავაკეთებინეთ და ჩვენი სკოლის სახელით სიონში მივიტანეთ. ისეთი აღმატებული განწყობა გვქონდა, ვერ აგიწერთ. ცოტა ხანს გავჩერდით და წამოვედით. ეს ამბავი სოფელში გახმაურდა. პედსაბჭო ჩაუტარებიათ. გვსჯიან. უნდა გაგვრიცხონ. ისეთი დროა, სისტემა არ არის ჯერ შეცვლილი, ყველას გვეშინია, მშობლები კარგ ადგილას მუშაობდნენ და ეს ეროვნულობა, თან, თამამები ვართ. გამოცდები ახლოვდება. დამემუქრნენ, არ გაგახარებთო. ის ერთი კვირა დიდი სტრესის ქვეშ ვიყავი. ვერ მივხვდი, ცუდი რა გავაკეთე.

პროფესიის არჩევა

მამაჩემს ყოველთვის თანამდებობები ეკავა. კოლმეურნეობის მთავარი ბუღალტერი იყო. მოხდა რაღაც. იჭერდნენ. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩვენი ოჯახი უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყო. ცალკე გულის პრობლემები ჰქონდა. იმდროინდელი პროკურატურა რა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ არ დაიჭირეს თუ ვერ დაიჭირეს, იმ საქმეში დამნაშავედ არ ცნეს, თუმცა ფულს სთხოვდნენ. აი, ამის შემდეგ პირიქით, გადავიფიქრე იურიდიულზე ჩაბარება. ჩავთვალე, რომ ეს, ის პროფესიაა, რომელსაც შეეძლო ვიღაც გაეუბედურებინა.

ჩემს თვალში პროკურორები მტრები იყვნენ, იმიტომ რომ მამა ასეთ დღეში ჩააგდეს და თუ ამ პროფესიას ავირჩევდი, შეიძლებოდა, მეც ვიღაც გამეუბედურებინა. ამით იმას არ ვამბობ, რომ იურისტობა ცუდი პროფესიაა, პირიქით და შეიძლება ახლა ვნანობ კიდეც, რომ ისეთ სამსახურებში მომიწია ყოფნა, სადაც ეს უნარები იყო საჭირო, თუმცა, პროფესიაში არაა საქმე, ადამიანურ მიდგომებზეა ყველაფერი.

მერე, თანამდებობებზე რომ დავინიშნე, თავიდან მომიწია გავლა სისხლის სამართლის, საპროცესო კოდექსების.

ბუნებრივია, გამომძიებლებთან მიწევდა ურთიერთობა და რაღაცას რომ ახსენებდნენ, პირი არ დამეღო. შემდეგ უკვე ეკონომიურზე შევჩერდი. უმაღლესი ქულები ავიღე, მაგრამ ერთი ქულა მაკლდებოდა, ვერ გავდიოდი თან, ჯარი მიწევდა.

მაშინ იყო რექტორი ამაღლობელი და პრორექტორი გოგუაძე. ცხრა აპრილი მომხდარია. საბჭოთა კავშირი იშლება. აქაურმა ხელისუფლებამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ რადგან იძაბებოდა სიტუაცია და შეიძლებოდა, საქართველოს მოქალაქეს რუსეთში პრობლემები შეჰქმნოდა, გადაწყვიტეს, დაბალქულიანებიც მიეღოთ, ოღონდ რუსეთის ჯარში არ წასულიყვნენ. მამაჩემი ჩამოვიდა თბილისში. შეხვდა მათ და უთხრა: მე არც ფული გადამიხდია, არც არაფერი გამიკეთებია მის სწავლა-განათლებაში, სკოლიდან აქვს აღებული მთელი ეს ცოდნა. ეს რომ ახლა იქ წავიდეს, ისეთი ხასიათისაა, შეიძლება, რაღაც შეემთხვეს და გთხოვთ, არ დამიღუპოთ შვილიო. მოკლედ, ჩავირიცხე და ისე დავამთავრე, არცერთი ოთხიანი არ მიმიღია. ეს იყო 1994 წელს.

გაჭირვება

ცოლი რომ მოიყვანე, ჩემს ოჯახს მე ვუყურებდი. მამა მაგ პერიოდში უმუშევარი დარჩა. იმ სახლის გარდა, სადაც დღემდე ვცხოვრობთ, ახლის აშენებას ვაპირებდით. აღარ ავაშენეთ. ეს სამშენებლო მასალები ასე გვეწყო და გაყიდვა გადავწყვიტეთ. ცოტა ხანს ამით ვირჩენდით თავს.

სხვათა შორის, ის სახლი, რომელშიც დავიბადე, ბანკით დავკარგეთ. მერე დავიბრუნე. მე ბიზნესსაქმიანობას ვეწეოდი. 2009 წლამდე კარგად მიდიოდა საქმეები. რამდენიმე ობიექტი მქონდა. ერთ-ერთი იყო ყველაზე დიდი სუპერმარკეტი ნაძალადევის რაიონში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კიდევ ერთი წელი ინერციით იმუშავა. პროგრესი მქონდა, იზრდებოდა შემოსავალი. 2009 წლიდან უკვე ძალიან გართულდა საქმე. ორჯერ რევიზია შემოვიდა. ინვენტარიზაცია ჩაატარეს. მაღალი ჯარიმები ვერ დამიწერეს, იმიტომ რომ ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი მქონდა მაღაზიები. ამას დაემთხვა დედაჩემის ინსულტი.

საგადასახადოს ბიჭებს ვუთხარი: ბიჭებო, ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ, თან, დალუქულია მაღაზია, შემოსავალი კაპიკი აღარ მაქვს, რაღაცებს ვალომბარდებ და დროზე დაამთავრეთ, რომ გავხსნა და დავიწყო მუშაობა-მეთქი. მერე გაირკვა, რომ დავალებით ყოფილან შემოსულები. ის ობიექტი სხვას უნდოდა, თურმე. იქ, ერთი კარგი ბიჭი იყო და მან მითხრა: შეკვეთილია ეს საქმე და ჯობია, სხვაგან გადახვიდე. დაანებე თავი აქაურობასო. მოკლედ, ერთი წლის განმავლობაში რაც გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს ნაშოვნი, იმით ვიარსებეთ – აი, ამ ნივთების გაყიდვით, რაც გითხარით. ეს იყო ძვირფასეულობა, რასაც ჩემი მეუღლე იძენდა ხოლმე, ასევე ავეჯი, სუპერმარკეტი რომ დავკეტე იქ, ოცდაორი დიდი მაცივარი იდგა, პროდუქტიც იყო, რომლებიც ზოგი სად ჩავაბარე, ზოგი – სად. ერთი წელი გვეყო.

2010 წლის 31 დეკემბერს ბოლო ნივთი გავყიდეთ სახლიდან 1 200 დოლარად – ეს იყო ძალიან ძვირფასი მაგიდა და სკამები. ერთი თეთრი არ მქონდა. ორი, სამი თვე გვეყო. მერე უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ მქონდა.

შემდეგ გამოჩნდა დროებითი, ერთთვიანი სამუშაო. ეს იყო გაეროს სოფლის მეურნეობის პროექტი. ჯერ მოსავალი უნდა მოეყვანათ და შემდეგ სადისტრიბუციო ქსელი უნდა შეექმნათ. ჩემი ახლობელი მუშაობდა. მენეჯერის პოზიცია გამოჩნდა და იქ ჩავერთე.

ფული რომ არ მქონდა, მე ბოთლებიც ჩამიბარებია. „მარშუტკაში“ არ ავსულვარ ბოთლებით სავსე ტომრებით, რომლებიც მინისტრის პუნქტში მიმქონდა ჩასაბარებლად, ტაქსის ვაჩერებდი და ვთხოვდი, მიმატანინე-მეთქი. ბევრჯერ არც გამოურთმევიათ. ამის თქმის არ მრცხვენია. ეს გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში. აქედან წამოვიდა ამ სოციალურად დაუცველის ამბავი.

ამჟამინდელი ქონება

მისი კარიერული და, შესაბამისად, ფინანსური წინსვლა მისსავე დეკლარაციებშია ასახული.

პირველი დეკლარაცია იოსებ გოგაშვილმა 2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე შეავსო.

ოჯახში ოთხნი არიან: მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი, შვილები ნინო, ნიკოლოზ, პეტრე გოგაშვილები.

მეუღლე - თეა მარტყოფლიშვილი სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მთავარი სპეციალისტია და მისი წლიური ხელფასი შეადგენს 12 000 ლარს. იოსებ გოგაშვილს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე 29 923 ლარი მიუღია, ხოლო ქალიშვილი ნინო გოგაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტია და, შესაბამისად, წლიური ანაზღაურება 13 879 ლარს შეადგენს.

2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ აქვს, შესაბამისად, არც მისამართი გააჩნია, დეკლარაციაში არც ბინის ქირის ხარჯები ჩანს.

სპეცრაზმის სახლში შეჭრა

დაპირისპირება სანდრა რულოვსთან

აგრეთვე წაიკითხეთ:

ომის დაწყების დღე, ცალმხრივი სიყვარული, ბავშვობა და გზა ცხოვრების მიზნამდე - ჯანო იზორიას პორტრეტი

ფეხის ამპუტაცია 13 წლის ასაკში, 6 წლით უმცროსი მეუღლე, რეპრესირებული ოჯახი და კულისებში დატოვებული სიცოცხლე - გოგი ცაბაძის პორტრეტი

2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი

კლინიკური სიკვდილი, საკუთარი თავის შიში, ხატვა და 2 ქორწინება - ჟანრი ლოლაშვილის პორტრეტი

პატიმრობა 17 წლის ასაკში, შვილის სუიციდი, კოლონიის დამლაგებლობაზე უარის თქმა და „ურჩი პატიმარი“ - „ერის სინდისის“ - მერაბ კოსტავას პორტრეტი

ქორწინება 17 წლის ასაკში, 9 წლით უფროსი, ეჭვიანი მეუღლე, მამის გარდაცვალება და დაპატიმრებული შვილი - „ეკას“ პორტრეტი

რეპრესირებული ოჯახი, ავადმყოფობა, პატიმარი მამა და ერთადერთი ქალიშვილი - „მარიამ ბებიას“ პორტრეტი