მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტალაძეს, რომელიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს.
იგი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ქმართან პირველი შეხვედრის მომენტი გაიხსენა:
„პაემანზე წასვლა იყო დიდი კონსპირაცია, უნდა წასულიყავი ჩუმად, დედას არ გაეგო, ისეთი რამე უნდა ჩაგეცვა, რომ დაენახე, ძალიან მოკლე არ ყოფილიყო. ვაკეთებდი შენიღბვას, გრძელ რაღაცას ვიცვამდი და შიგნით მეცვა მოკლე ქვედაბოლო.
ისეთი მკაცრი მშობლები იყვნენ, სასწაული უნდა ყოფილიყო დაბადების დღეზეც რომ წავსულიყავი.
ყველაზე დასამახსოვრებელი პაემანი ჩემ ქმართან მქონდა, არასდროს დამავიწყდება.
სანამ ამერიკაში წავიდოდი ემიგრაციაში, მანამდე გამაცნო თავისი თავი. ერთადერთი ქუჩა იყო, სადაც იყიდებოდა ყველაფერი, ნამცხვარიც, სათამაშოც. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და მოხდა ისეთი რაღაც, რომ ვიღაცამ შემოაგრიალა მანქანა, გადმოვიდა ჯანმრთელი, დიდი თვალებით კაცი. აჩერებს და ეუბნება გამყიდველს, ყველაფერი ჩაულაგეთო. იდება და აღარ მთავრდება ნამცხვრები, სათამაშოები, გაივსო და პირდაღებული ვუყურებდი“, - იხსენებს დალი ჩიტალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: