Digest Logo

„ვიკრიბებით ვაშლოვანის ქუჩაზე სანთლებით და ყვავილებით...“ - ლიზა ქისტაურის გამოსამშვიდობებელი საღამო

1673440327
ლიზა ქისტაური

ქართველი ტრანსგენდერი ქალი - ლიზა ქისტაური ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში 11 დეკემბერს დაკრძალეს.

სოციალურ ქსელში შეიქმნა „ივენთი“, რომლის ორგანიზატორი მისი მეგობრები არიან. მათივე ცნობით, თბილისში 21:00 საათზე ვაშლოვანის ქუჩაზე შეიკრიბებიან და გარდაცვლილის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

„რამდენიმე დღის წინ, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ხელოვანი, ბლოგერი - ლიზა ქისტაური გარდაიცვალა.

დაგვაკლდა თემის კიდევ ერთი წევრი, რომელიც მუდამ გვემახსოვრება.

11 იანვარს, ოთხშაბათს, შევიკრიბებით ვაშლოვანის ქუჩაზე სანთლებით და ყვავილებით. ერთად გამოვემშვიდობოთ ნიჭიერ, მხიარულ, გამორჩეული იუმორის მქონე, სიცოცხლის მოყვარულ ლიზას.

გელით ოთხშაბათს, 21:00 საათზე, ვაშლოვანის ქუჩაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„იპოქონდრიული შეტევა გადასაღებ მოედანზე დამემართა. ეს გამოიწვია უძილობამ და გადაღლამ...“ - რას ამბობ რუსკა ქარქაშაძე

🔵„წარმართობის დროინდელია და დღემდე პრაქტიკული გამოყენება აქვს. ფასდაუდებელი წყაროა კულტურის, ანთროპოლოგიური, რელიგიის კვლევებისთვის“ - ვახუშტი მენაბდე

🔵„ისე მოიქეცი, ვითომ დედაჩემი ხარო და ტელეფონი ქალს მიაწოდა, დამიდასტურა, რომ კაცი ნამდვილად აეკიდა ბავშვს!“ - სალომე ლიპარტელიანი მშობლებს აფრთხილებს