საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.
ორი ტურით ადრე გადაწყდა, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფიდან ვერ გავა. მწვრთნელმა კი აღნიშნა, რომ ესპანეთსა და ბულგარეთთან მატჩები მომავალი შესარჩევისთვის სათანადოდ მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს:
„გამოგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ნაკრებში გვყავს ახალი სახეები. გუნდის შენების პროცესში ვართ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპსა და ერთა ლიგას კარგად მომზადებულები შევხვდეთ.
როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელებს კარგავ, შეიძლება, შედეგიც უარყოფითი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალიზმი და არა ერთი კონკრეტული ტაქტიკა.
ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ცხოვრებისეული მომენტი იყო, როდესაც მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მიდიხარ და რამდენიმე დღე გჭირდება, რომ გონს მოხვიდე“,- აღნიშნა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი ბულგარეთს ესტუმრება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა