Digest Logo

ვინ არის 16 წლის გოგო, რომელსაც თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა

1786695469
ბათუმში მომხდარ ტრაგედია

13 აგვისტოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

რო­გორც Ambebi.ge-ის წყა­რო უყ­ვე­ბა, გო­გო­ნას სან­დრა ჰქვია. ის ზღვი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.
 
„მწვა­ნე კონ­ცხზე ცხობ­რობ­დნენ და ზღვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი ბავ­შვი. უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და სა­ვა­რა­უ­დოდ მაგ დროს მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. სან­დრა ერ­ქვა. გო­გო­ნას დე­დამ გა­ი­გო უკვე. მარ­ტო იყო რო­გორც ვიცი, რო­დე­საც ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და,“ - უყ­ვე­ბა წყა­რო Ambebi.ge-ის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ტასუნა 20 წლისაა“ - სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„14 აგვისტო ბრწყინვალე იდეების დღე, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ...“ - ასტროლოგი

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი იქნება