მოდელი სალომე ღვინიაშვილი შვილს, ტასო ხიზანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს - იგი დღეს, 14 აგვისტოს, 20 წლის გახდა.
„20 წლის წინ, ამ დღეს, მე მოვიყვანე სამყაროში ყველაზე კეთილი და ლამაზი სული. და ახლა, ჩემი პატარა ტასუნა 20 წლისაა“, - წერს სალომე ღვინიაშვილი.
ცნობისთვის, სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია.
მოდელი 3 შვილის დედაა, უფროსი შვილი ბიჭი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.
სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: