Digest Logo

ვინ არის ახალგაზრდა ქართველი, რომელიც მერაბ დვალიშვილს თავდამსხმელების მოგერიებაში ეხმარებოდა

1794421618
საბა ლაზიშივლი

მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ მას და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდა. 

მერაბ დვალიშვილთან ერთად მყოფი ქართველი საბა ლაზიშივლია, რომელიც ასევე მებრძოლია. იგი 21 წლის მოჭიდავე და ზვიად ლაზიშვილის უმცროსი ძმაა - სწორედ იგი უმკლავდებოდა გავრცელებულ ვიდეოში მერაბთან ერთად უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან ერთად მყოფ პირებს.

ქართველი ჩემპიონის განცხადებით, მას და მის ახალგაზრდა მეგობარს თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ის სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს აძლევდა.

დვალიშვილის თქმით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც უსმან ნურმაგომედოვი (მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და MMA-ის მებრძოლი) და მისი თანმხლები პირები ხელმძღვანელობდნენ.

სპორტსმენი აღნიშნავს, რომ სიტუაციას დაცვის მხარის ჩარევაც ართულებდა, რომელმაც ის შეაკავა, ხოლო თავდამსხმელები ძირს დაცემულებს უღირსად, ფეხების დარტყმით უსწორდებოდნენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მშიშრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ...“ - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ

🎥 რატომ ეწოდება კუჭ-ნაწლავს „მეორე ტვინი“ და რა კავშირი აქვს მიკროფლორასა და ძილს ჩვენს ჯანმრთელობასთან: ლაშა უჩავას რჩევები

✕