Digest Logo

🎥 ვინ არის ბიჭი, რომელმაც კინტაურის შესრულებით სოციალური ქსელი დაიპყრო

1792145895
გიორგი ნონიაშვილი

გიორგი ნონიაშვილი არის 23 წლის მოცეკვავე, სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სოლისტი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი, სადაც იგი ქორწილში კინტაურსა და აჭარულ ცეკვას ასრულებს.

იგი სტუმრად „პოსტ ალიონში“ იმყოფებოდა, სადაც საზოგადოების ყურადღებასა და გამოხმაურებაზე ისაუბრა:

„ეს იყო ჩემი მამიდაშვილის და ჩემი კლასელის ქორწილი, ვიყავით ყველა ნაცნობები, ახლობლები, ერთი დიდი ოჯახი, სიტუაციამ ხელი შეუწყო ამ შესრულებას. 

სრულად იმპროვიზებული ცეკვა იყო, თავისთავად ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, არც ვიცოდი, რომ ვინმე იღებდა. მერე მითხრა მეგობარმა, ავტვირთე და არ გეწყინოსო. 

ცეკვაზე 4-5 წლის ასაკში მივედი, იმის შემდეგ არც დამინებებია თავი. 

ცოტა მერიდება კიდეც. 

პროფესიულად ბოლო 3 წელია ვცეკვავ“, - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕Tesla-მ ახალი თაობის „მფრინავი“ მანქანა Roadster წარადგინა

🎥 მომავლის შიში, კვანტური კომპიუტერი და ქართული ენა - რას ამბობენ ხელოვნური ინტელექტის ქართველი მკვლევრები

🎥 როგორ ვიზრუნოთ თვალის ჯანმრთელობაზე და რატომ არის მნიშვნელოვანი მხედველობის რეგულარული შემოწმება? - თეკლა მამაგეიშვილი

✕