ფონიჭალაში 28 წლის გოგომ შეყვარებული, 30 წლამდე კაცი დაჭრა. ქალმა დაზიანებები დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული ქალი მაკა ალექსანდრიაა, რომელიც პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ქვემო ფონიჭალაში სტუმრად იმყოფებოდა, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კამათი კი სისხლიანი გარჩევით დასრულდა.
დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მომხდარის მოტივი უცნობია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: