Digest Logo

ვინ იყო ქართველი ემიგრანტი, რომელიც იტალიაში გარდაიცვალა

1784055130
ვანო ელოშვილი

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაიცვალა. ელოშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია.

ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა.

ნათესავების ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურში არ გამოცხადდა. რის შემდეგაც თანამშრომლებმა მოიკითხეს და საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე ოჯახმა საელჩოს იტალიაში უკვე მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დროა, თქვენი განზრახვა სამყაროს გაუგზავნოთ!“ - 14 ივლისის ახალმთვარეობის მძლავრი რიტუალი

„მაშინ იჭრიდნენ, როდესაც ადამიანი შეგნებულად ასრულებდა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს“ - რას ამბობს თმა შენს შინაგან მდგომარეობაზე

გიორგი გილიგაშვილი იუბილარია - მსახიობი 38 წლის გახდა