Digest Logo

„ვინმე რომ მომეწონოს, ძალიან ძნელია. მაღალი სტანდარტები მაქვს. საკუთარი თავი იმდენად მიყვარს, რომ ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა“ - ლიზი ქონიაძე

1660054749
ლიზი ქონიაძე

ლიზი ქონიაძე საზოგადოებამ „პრაიმ შოუში“ მონაწილეობის დროს გაიცნო. პროექტში ის საბედისწერო გოგოს როლში აღმოჩნდა. ჯერ თეო და ავთო დაშორდნენ მისი მიზეზით, შემდეგ გიორგისა და ანის ურთიერთობა აირია და ესეც ლიზის უკავშირდებოდა. როგორია მისი ცხოვრება „რეალითი შოუს“ მიღმა - მან „თბილისელებთან“ ისაუბრა.

– ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ თამამი სტილი გაქვს, თავიდანვე ამის გამო არ გაკრიტიკებდნენ?

ბავშვობიდან ძალიან თავისუფალი სტილი მაქვს. მოცეკვავე ვარ, ლათინურ-ამერიკულ ცეკვებს ვცეკვავ, რასაც ძალიან ლამაზი, ტანზე მომდგარი, სექსუალური და ღია კაბა სჭირდება, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა. მით უმეტეს, როცა ტანი ხელს მიწყობს და მიხდება ქალური სტილი, რატომ უნდა ვუთხრა უარი ჩემს თავს? არ ჩავიცვა იმიტომ, რომ ღიაა? ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ მიხდება კიდეც. 

– როგორ მოხდა, რომ აქამდე შეყვარებული არ გყოლია?

– ვინმე რომ მომეწონოს, ძალიან ძნელია. ძალიან მაღალი სტანდარტები მაქვს. საკუთარი თავი იმდენად მიყვარს, რომ ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. თუმცა, ვიცი, რომ სიყვარული ასე შერჩევით არ მოდის, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება, შემყვარებოდა. არც მქონია ახლო ურთიერთობა ბიჭებთან. არის ადამიანი, რომელიც მომწონს და მოვწონვარ, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, ანუ „ქრაში“ მყავს (იცინის).

– მაღალი სტანდარტები რას გულისხმობს, როგორი უნდა იყოს შენი შესაფერისი ბიჭი, რომელიც შეიძლება, შეგიყვარდეს?

– გარეგნულად ან თვისებებით ვერ აღვწერ, მაგრამ ალბათ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჩემდამი დამოკიდებულება იქნება. ძალიან მიყვარს ყურადღება, ძალიან, ძალიან უნდა ვუყვარდე და თვითონ ეს ადამიანი ჩემთვის ყველანაირად იდეალური უნდა იყოს. მე თუ ურთიერთობისკენ გადავდგი ნაბიჯი, ანუ ჩემს თავს და ჩემს კარიერას უნდა მოვაკლო დრო იმისთვის, რომ იმ ადამიანს დავუთმო და ასე რომ მოხდეს, ეს ადამიანი უნდა იმსახურებდეს ჩემს ყურადღებას. ჩემთვის ეს ცოტა რთული გადასაწყვეტია.

– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?

– ბუნებრივია, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან დისტანციის დაცვაა. ახლოს არავის ვუშვებ. ეს ყოველთვის ასე იყო და არის. მხოლოდ ჩემს თავს ვუთმობ დროს. არც ყოფილა ვინმე, ვინც ჩემს პირად სივრცეში ზედმეტად შემოიჭრა. „ვუგვარებ“ ყველას, ვიცავ დისტანციას და იღებენ ჩემს უარს. ჯერ არ ყოფილა მომენტი, მეც მომწონებოდა და შანსი მიმეცა, თუ არ ჩავთვლით „ქრაშს“, რომელიც წეღანაც ვახსენე. დისტანცია მაქვს ყველა თაყვანისმცემელთან, ვგრძნობ, რომ პატივს მცემენ, თუმცა ახლოს არავის არ ვუშვებ. ჩემთან ურთიერთობა და კონტაქტი დიდი პრივილეგიაა, ჯერ ეს პრივილეგია არავის ჰქონია (იცინის).

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ძალიან ემოციურია იმ საოცარ შეგრძნებასთან მიახლოება, რასაც დედობა ჰქვია…“ - ნანუკა გულუა (ფოტო)

🔵„მე, ინეზა და მამაო შარშან ამ დროს, თეთრ კედლებს ვეხეთქებოდით... ამ გადმოსახედიდან მაზანზარებს“ - რას წერს თამუნა თანდაშვილი

🔵ნუკი კოშკელიშვილის პიკანტურმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო - ნახეთ, როგორ გამოიყურება მოდელი

წყარო: tbiliselebi.ge