Digest Logo

„მე, ინეზა და მამაო შარშან ამ დროს, თეთრ კედლებს ვეხეთქებოდით... ამ გადმოსახედიდან მაზანზარებს“ - რას წერს თამუნა თანდაშვილი

1660041133
თამუნა თანდაშვილი

Georgian Airways-ის ყოფილი კომერციული დირექტორი თამუნა თანდაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ კორონავირუსის პერიოდში საკუთარი ისტორიების გაზიარებით გაიცნო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ რთულ დღეებს იხსენებს, როდესაც მისი ცხოვრების რამდენიმე თვე საავადმყოფოს კედლებში გაატარა.

„გულის კუმშვით ვხსნი ყოველ დღე ფეისბუკის „მემორის“, სადაც შარშანდელი კოვიდთან ომიანობის ქრონიკები მხვდება…

ამ გადმოსახედიდან მაზანზარებს, გარეთ რა პირშეკრული გულშემატკივრობა ყოფილა.

გუშინ Tayona Bagdavadze- მ მითხრა, შენ ვერ ხვდები ალბათ მაგრამ იმდენმა ხალხმა ვინერვიულეთ შენზე რომ გეცოცხლა  და ასეთი გაერთიანებული ხალხი რამე სურვილში იშვიათად მინახავსო - ცოტა შემრცხვა …

ყოველ დილით ღმერთს მადლობას რომ ვეუბნები, საკუთარი სიცოცხლისთვის და იგივე სიკეთეს არ ვუსურვებ ყველას ვისაც 1 ფიქრი მაინც მოუვიდა თავში არ მოკვდესო, კიდე იცოცხლოს იცინოს იმაიმუნოს იხუმროს და არ დანებდესო.

მერეც ბევრი განსაცდელი შემხვდა, ცხოვრების მკაცრმა სილებმა მირტყა მარჯვნივ-მარცხნივ მაგრამ..
მაგრამ წაგებული ომები, როდის მერე აშინებთ ნამდვილ მეომრებს, სიცოცხლის და სიყვარულის მოყვარულ ადამიანებს!

მე, ინეზა და მამაო შარშან ამ დროს თეთრ კედლებს ვეხეთქებოდით. მაინც ამოვყვინთეთ,  მადლობა“, - წერს თამუნა თანდაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნუკი კოშკელიშვილის პიკანტურმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო - ნახეთ, როგორ გამოიყურება მოდელი

🔵„ზუსტად ასეთი მამა მენატრება, ამ განწყობის... იჯდა ჰამაკში და ხან ერთ ბავშვს უყურებდა და ხან მეორეს“ - ვიკა ბუკიას ემოციური პოსტი

🔵„არ ღირს აგრესიის და წყენის გამოვლენა, მოერიდეთ სარკაზმს და ცინიკურ გამონათქვამებს“ - მიხეილ ცაგარელი