Digest Logo

🎥 „ვიტირე ბავშვებო, დარდი და სიხარულის ცრემლი ერთად მოვიდა...“ - თეონა ქუმსიაშვილის სიმღერებს მისი ძმისშვილები მღერიან

1715246420
 თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილის სიმღერები მისმა ძმისშვილებმა, თეონა და გვანცა ქუმსიაშვილებისა და ანასტასია ზამთარაშვილის შემადგენლობით, გადაცემაში „პოსტალიონში” იმღერეს.

ნამღერმა საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 

„რა კარგები ხართ  ბევრი წარმატებები ბავშვებო“

„გაიხარეთ“

„წარმატებები და წარმატებები“

„ვიტირე ბავშვებო, დარდი და სიხარულის ცრემლი ერთად მოვიდა...“

„ცრემლებმა დამახრჩოო ის საშინელი დღეები თვალწინ დამიდგა,უფალმა ნათელში ამყოფოს ხალისიანი თეონას სული თავის ანგელოზებთან ერთად  და ამ პატარა თეონას ვუსურვებ ღირსეულად გააგრძელოს მამიდას გზა  წარმატებები ბავშვებო“ - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი - თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი.  

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“ - კახა კალაძე

⭕„მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა და სულ ფერადი ეცვა... ამ ორ წინადადებაში გასაკვირი არაფერია. მესამე ცოტათი გაგაოცებთ“ - გიორგი კეკელიძე

🎥 უნდა გადავიწეროთ თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საჭესთან პირჯვარი?! - მამა შიო მუჯირს განმარტება