Digest Logo

🎥 „ვიცი, რომ უფალი ყოველთვის ჩემთანაა, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე“ - „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის გამარჯვებული ნანუკა სტამბოლიშვილი

1740485386
 ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე

24 თებერვალს „იმედის“ მაყურებელმა გამორჩეული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი იხილა.

მეცამეტე სეზონის ფინალისტები იყვნენ მომღერალი ანი კეკუა და ოთო წიკლაური, მომღერალი მარიამ შენგელია და სანდრო საბაძე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე.

გადაცემა ულამაზესი ცეკვებითა და დეკორაციებით, წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად, შოუს ყოფილმა მონაწილეებმაც გააფორმეს.

გამოვლინდა გამარჯვებულიც - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 2025 -ის გამარჯვებული მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი გახდა. მას საჩუქრად ბინა გადასცეს.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის გამარჯვებული წყვილი „იმედის დღის“ ეთერში იყო სტუმრად, სადაც გამარჯვების ემოციების შესახებ ისაუბრეს. 

„ემოციებისგან დაცლილი და სავსე ერთდროულად ვარ, ასეთი გრძნობა პირველად მაქვს ცხოვრებაში, ვიდექი გაძეგლებული, არ ვიცი, ვერ ვხსნი, ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ ემოციებს. რატის ჰქონდა ყველაზე მშვიდი ემოციები. ამ პროექტიდან არაჩვეულებრივი ემოციებით სავსე წავედი. 

ვიცი, რომ უფალი ყოველთვის ჩემთანაა, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ჩემ თავს არასოდეს ვაძლევ მოდუნების უფლებას. ჩემი ყველა ნაბიჯი ჩემ შვილს ეძღვნება და მე მისთვის ვაკეთებ ყველაფერს, გუშინდელი ცეკვა სწორედ მას მივუძღვენი“, - ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი. 

„ნანუკას ჰყავს არანორმალური გულშემატკივარი, ისე ძალიან უყვართ ეს ადამიანი და გვერდით უდგანან, რომ მეც ვგრძნობდი ამ ყველაფერს და მადლობა მათ ამისთვის“, - ამბობს რატი გაჩეჩილაძე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „განუმეორებელი სილამაზის პატრონი“ - შორენა ბეგაშვილი საკუთარი მდიდრული სახლის ეზოდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ეს დამსახურებული გამარჯვება იყო“ - ანრი ჯოხაძე ნანუკა სტამბოლიშვილს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებას ულოცავს

⭕„13 წლის წინ მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ როდისმე მეცამეტე სეზონის დასრულების შესახებ სტატუსს დავწერდი, ესეც უკვე ისტორიაა“ - ნოე სულაბერიძე