Digest Logo

„ეს დამსახურებული გამარჯვება იყო“ - ანრი ჯოხაძე ნანუკა სტამბოლიშვილს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვებას ულოცავს

1740480691
ანრი და ნანუკა

24 თებერვალს „იმედის“ მაყურებელმა გამორჩეული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი იხილა.

მეცამეტე სეზონის ფინალისტები იყვნენ მომღერალი ანი კეკუა და ოთო წიკლაური, მომღერალი მარიამ შენგელია და სანდრო საბაძე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე.

გადაცემა ულამაზესი ცეკვებითა და დეკორაციებით, წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად, შოუს ყოფილმა მონაწილეებმაც გააფორმეს.

გამოვლინდა გამარჯვებულიც - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 2025 -ის გამარჯვებული მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი გახდა. მას საჩუქრად ბინა გადასცეს.

ნანუკა უამრავმა ადამიანმა მიულოცა გამარჯვება, მათ შორის არის მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე, რომელიც ნანუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

„გილოცავ !!!“, - წერს ანრი. 

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„ეს დამსახურებული გამარჯვება იყო ნამდვილად!“, 

„დამსახურებული მოგება, ვულოცავ ნანუკას და რატის“, 

„საუკეთესო ნანუკა“,  - წერენ კომენტარებში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„13 წლის წინ მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ როდისმე მეცამეტე სეზონის დასრულების შესახებ სტატუსს დავწერდი, ესეც უკვე ისტორიაა“ - ნოე სულაბერიძე

🎥 „ეს ყველაფერი ახლა ცუდად მახსენდება და ვნანობ...“ და-ძმა კენჭიაშვილების მხიარული ინტერვიუ

⭕„მიწა გაჯერებულია სულის ჭურჭელით... ეს ეპოქაც მალე დამთავდება“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე