Digest Logo

🎥 „ვიზის გასაუბრების პროცესი არის საშინლად დისკრიმინაციული, ყოველგვარი პირადული სივრცე დარღვეულია“ - რატომ არ მისცეს გიორგი ნიორაძეს აშშ-ის ვიზა?

1731420559
 გიორგი ნიორაძე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი ნიორაძე, რომელიც პროფესიით ექიმია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გაურკვეველი მიზეზით ამერიკის ვიზა არ მისცეს.

როგორც იგი წერს, ვიზის აღების მიზანი შობის ნიუ-იორკში გატარება იყო.

ამასთან მან ვიდეოც გაავრცელა, სადაც წინა წლებში აშშ-ის მიერ გაცემული ვიზა პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად ამოხია.

„მოკლედ რადგან ბევრი კითხულობთ ინბოქსში ჩემი ვიზის ამბავს, აქ დავწერ საჯაროდ:

ამერიკაში ნამყოფი ვარ გაცვლითი სასწავლო პროგრამით, საიმიგრაციო რეჟიმი არ დამირღვევია, კრიმინალიც არ ჩამიდენია.

ვიზის აღების მიზანი იყო შობის ნიუ-იორკში გატარება.
ვიღაც „ტვინხვეულგადაგლესილი” ამერიკელი ოფიცერი ზის და მეკითხება:

- რაში ვხარჯავ ხელფასს?

ჩემი პასუხი: - უცნაური შეკითხვაა, ხან რაში და ხან რაში  
- რამდენის დახარჯვას ვაპირებ ამერიკაში?
- არ მაქვს განსაზღვრული შეიძლება 3000$ შეიძლება 15000 $ იც  
- თქვენ შვილის სწავლას ვინ აფინანსებს?
- მას სრული დაფინანსება აქვს.
- რატომ შეიცვალეთ სამსახური?
- ავუხსენი რომ რამდენიმე სამსახური მაქვს.

ის დებილი ტიპი გიყურებს, როგორც ვიღაც ცხოველს, და ვერ იჯერებს, რომ არ ატყუებ და ყველაფერს სიმართლეს ეუბნები….

ალბათ ტყუილით და სტანდარტული პასუხებით, (რომელიც მათი ალგორითმის ნაწილია და იმის იქით მათი ჩლუნგი გონება ვერ უშვებს ვერაფერს), უფრო ადვილად გახვალთ ფონს  

რას ვგრძნობ? - საშინელი შეურაცხოფის განცდა მაქვს.  შევიტან თუ არა ხელმეორედ ამერიკის ვიზაზე? - აღარასოდეს. 

მე მათ ბუნებრივია ვერაფერს დავაკლებ და მათაც ბუნებრივია სულ ფეხებზე ვკიდივარ.

ერთადერთი, რასაც ვიზამ არის ის, რომ ჩემს კუთვნილ ბინაში, რომელსაც arbnb - ზე ვაქირავებ არ შევუშვებ არცერთ ამერიკელს, აქამდე ეს ყველაფერი მარტო რუსებზე ვრცელდებოდა, ახლა ამერიკის მოქალაქეებიც დაემატებიან 

P.S. ვიზის გასაუბრების პროცესი არის საშინლად დისკრიმინაციული, ყოველგვარი პირადული სივრცე დარღვეულია, რიგში მდგომი ათეულობით ადამიანი სრულიად გარკვევით ისმენს იმ პასუხებს რასაც ეს ჩლუნგი ოფიცრები აპლიკანტებს ეკითხებიან 

US Embassy Tbilisi, Georgia

ნახვამდის“, - წერს გიორგი ნიორაძე.

ამავე თემაზე ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და როგორ დავძლიოთ შიშები? - ფსიქოლოგის რჩევები

„დაძაბული დღე გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, რომ რაციონალურები იყოთ... ბევრ ენერგიას ნუ გაფლანგავთ“ - 12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისთვის საუკეთესო საშინაო საშუალება - არუნ ხათრის რჩევები