Digest Logo

🎥 „ვხედავდი წყლის ჭავლს და წავედი წინ... ეს იყო სიბრაზე...“ - ვინ არის ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა

1678552582
ქალი დროშით მარტის აქციები

„გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“ - ბესიკ ხარანაული.

🎥 „სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!“ - ვინ არის გოგო საქართველოს დროშით წყლის ჭავლის პირისპირ

ჰოდა, განაწყენდა ერი, განაწყენდა ახალგაზრდობა, ამოიღო ხმა იმის წინააღმდეგ რაც არ სურს. 07.03.2023 წელს ერი აღარ იყო - „ქედდრეკილი, მადლიერი“, „აღარც უნჯი, აღარც მუნჯი, თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი“ -  ნელ-ნელა მივიწევთ იქამდე, რომ ამაყად და არა ირონიით ვთქვათ „ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!“

9 მარტს კი ის დიდებული დილა გათენდა, სადაც ქართველი ერის ხმა შეისმინა მმართველმა პარტიამ და კანონპროექტი ე.წ აგენტების შესახებ გაიწვია.

ეს გამარჯვება ახალი თაობისა და ძველი თაობის გაერთიანების შედეგია. ამ გამარჯვებას კი როგორც ყველა მოგებულ ბრძოლას თან ახლდა ტკივილი. ოღონდ ეს ტკივილი ფიზიკურია და მას ვერცერთი წამალი კურნავს, გარდა გამარჯვების შეგრძნებისა.

„რადიოთავისუფლებამ“ იმ ახალგაზრდა ქალის იტორიის შესახებ გვიამბო, რომელიც წყლის ჭავლს არ უშინდებოდა და ევროკავშირის დროშას აფრიალდება.

„უყურე, ევროპა!
ბოლოს როდის გინახავს,
შენი დროშა ასე ეჭიროს ვინმეს?“ - წერდა რეჟისორი დათა თავაძე. სწორედ ეს ქალი გახდა სიმბოლო, რუსეთის პროპაგანდისტული  მანქანის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ერთ დროს 9 აპრილის გმირი ქალი - ნანა მახარაძე.

მათი ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მათი შეერთების არსი კი ერთი იყო, ქართველი 1989 წლის 9 აპრილსაც და 2023 წლის 8 მარტსაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

„აიყრება დახლები.
გაწმენდენ,
გაწმენდენ,
სიმღერის თანხლებით.
ასპარეზზე გამოვლენ ახლები!“ - წერს ბესიკ ხარანაული. ჰოდა, ასპარეზზე გამოსულ „ახლებს“ მოუსმინეთ, ვისაც ერის კეთილდღეობა და წინსვლა სურს...