
„გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“ - ბესიკ ხარანაული.
ჰოდა, განაწყენდა ერი, განაწყენდა ახალგაზრდობა, ამოიღო ხმა იმის წინააღმდეგ რაც არ სურს. 08.03.2023 წელს ერი აღარ იყო - „ქედდრეკილი, მადლიერი“, „აღარც უნჯი, აღარც მუნჯი, თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი“ - ნელ-ნელა მივიწევთ იქამდე, რომ ამაყად და არა ირონიით ვთქვათ „ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!“
9 მარტს კი ის დიდებული დილა გათენდა, სადაც ქართველი ერის ხმა შეისმინა მმართველმა პარტიამ და კანონპროექტი ე.წ აგენტების შესახებ გაიწვია.
ეს გამარჯვება ახალი თაობისა და ძველი თაობის გაერთიანების შედეგია. ამ გამარჯვებას კი როგორც ყველა მოგებულ ბრძოლას თან ახლდა ტკივილი. ოღონდ ეს ტკივილი ფიზიკურია და მას ვერცერთი წამალი კურნავს, გარდა გამარჯვების შეგრძნებისა.
ამიტომ დღეს იმ ახალგაზრდა გოგოს შესახებ გიამბობთ, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა გუშინ საღამოს აქციის დარბევისას... წყლის ჭავლს არ შეუშინდა და ქართულ დროშას აფრიალებდა... ამ გოგოს ამბავი ისტორიას დარჩება, ისევე როგორც კადრები....
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ეს ვიდეო და როგორც კომენტარებიდან გახდა ცნობილი ახალგაზრდა - სალომე კენჭიაშვილია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე