Digest Logo

🎥 „ვმალავდი რომ შინაგანად წონა ძალიან მსტრესავდა...“ - რატომ აბულინგებენ ლინდა ადამიას მას შემდეგ, რაც ბარიატრია გაიკეთა?

1766172518
ლინდა ადამია

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ლინდა ადამია სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც ბარიატრიულ ოპერაციაზე და საზოგადოების ბულინგზე ისაუბრა:

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: ფიზიკურმა ტრანსფორმაციამ თქვენ მიმართ ბულინგი გაზარდა? - მან ასე უპასუხა:

„დიახ გაზარდა. 8 წელი ვიტანჯებოდი ჭარბი წონით. ბევრი მცდელობა მქონდა და ვიწვალე. სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდი. ჩემ შემთხვევაში ამ ოპერაციამ ძალიან გაამართლა.

როცა ჭარბწონიანი ვიყავი ვერავინ ვერასდროს გამიბედა რომ ერთი რაღაც ისეთი ეთქვა. მე თავად განწყობა მქონდა სხვანაირი და ვმალავდი რომ შინაგანად წონა ძალიან მსტრესავდა. რომ დავიკელი და სასურველ ფორმებში მოვხვდი, ბევრი რაღაც გადავახარისხე.

ადრე თუ მეუბნებოდნენ კომპლიმენტს, ვიცოდი რომ ჩემ ვოკალურ შესაძლებლობებზე იყო ხაზგასმული. სახე რა კარგი გაქვსო სულ მეუბნებოდნენ. კარგად ვხვდებოდი, რომ ტანწერწეტა არ ვიყავი. მამრობითი სქესისგან ვგრძნობდი სხვანაირად შეხედვას. მელა გამოხედვა ჰქონდათ“, - ჰყვება ლინდა ადამია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დამირეკა და მითხრა: არ ინერვიულო, ტოვებ პროექტს...“ - რას ჰყვება ლინდა ადამია

⭕გინდა ახალ წელს შეხვდე ფინანსური ტვირთის გარეშე? - რიტუალი რომელიც 21 დეკემბერს უნდა შევასრულოთ

⭕ თხის რქა: სამყაროს არქიტექტორი და დროის მბრძანებელი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური მიმოხილვა