
მარიკა მოდებაძე მათემატიკოსი გახლდათ, მრავალი წელი ამ მიმართულებით მუშაობდა, ჰყავდა მოსწავლეები და მას სერიოზული მომავალიც ჰქონდა, თუმცა მოულოდნელად მან პროფესია შეიცვალა და დიზაინერი გახდა.
იგი გადაცემის „სხვა რაკურსის“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებასა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
„ბავშვობაში ვოცნებობდი, ვყოფილიყავი ცნობილი ადამიანი. რადგან მამა მათემატიკოსი იყო და ოჯახში ერთადერთი ვიყავი, აუცილებლად მათემატიკოსი უნდა ვყოფილიყავი, დედისერთა ვარ.
მათემატიკის სფეროშიც დიზაინერი ვიყავი, ძალიან განსხვავებულ თემებზე ვმუშაობდი. პირველ რიგში მინდოდა ყველას გაოცება, სტანდარტული არაფერი უნდა მქონოდა. ვიყავი მამის ფრთის ქვეშ.
მერე გავთხოვდი, ორი შვილი მყავს.
როგორც კი თბილისში გადავედი, გავხსენი მაღაზია, ჩამომქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან სამოსი, რასაც ჩემებურად ვაკეთებდი.
სულიერება პროფესიაში არის, ისეთი ბედნიერი ვარ, სულ მეკითხებიან რანაირად უძლებ, არადა არ ვარ გაძლებაზე“, - ამბობს მარიკა მოდებაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამა❤️“ - კახი მამულაშვილი მარიკოს ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„კარგი მშობლების შვილი...“ - ნინი ქარსელაძის ახალ კადრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა